საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 300 000–ს მიუახლოვდა
06/05/2020 06:38:26 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 300 000–ს მიუახლოვდა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 129 491 ინფიცირებული, 3520 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 2 060 ინფიცირებული, 26 გარდაცვლილი
- სომხეთი: 2 619 ინფიცირებული, 40 გარდაცვლილი
- რუსეთი: 155 370 ინფიცირებული, 1 451 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 258 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 720 000–ს გადააჭარბა, 1 243 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


