საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულებისას თითქმის 5–ჯერ გადააჭარბა
06/05/2020 06:09:59 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულებისას თითქმის 5–ჯერ გადააჭარბა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ამავე პერიოდში კლინიკები 29 გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დატოვა.
ჯამში კორონავირუსისგან განიკურნა 269 პირი, ხოლო ქვეყანაში კოვიდ–19–ის სულ 610 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4919 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 497.


