საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა
06/05/2020 06:00:21 საზოგადოება
საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამდენად, ჯამში დადასტურებული შემთხვევები 610–მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდა.
269–მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4919 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 497.


