Accentnews.ge
უხანში მოსწავლეთა ნაწილისთვის სასწავლო პროცესი აღდგა

უხანში მოსწავლეთა ნაწილისთვის სასწავლო პროცესი აღდგა

06/05/2020 05:54:00 მსოფლიო

ჩინეთის ქალაქ უხანში საშუალო და პროფესიული სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა.

„როიტერის“ ინფორმაციით, უხანის 94 საშუალო და 46 პროფესიულ სკოლაში 58 000-მდე მოსწავლე სწავლობს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პირველ რიგში 83 საშუალო და 38 პროფესიული სკოლა გაიხსნა. გაკვეთილის ჩატარებამდე, მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს ეპიდემიის პროფილაქტიკური და საკონტროლო გადაუდებელი სწავლება.

უმცროსკლასელების სკოლებში დაბრუნების ვადები ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ცნობისთვის: „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის გავრცელება სწორედ უხანიდან დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S