თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება
05/05/2020 20:33:25 საზოგადოება
სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის რამდენიმე რაიონს დროებით შეეზღუდება.
„თელასიის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში ქსელში გადართვების გამო 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ლორთქიფანიძის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის, ზემო მეტალურგიულის და რქაწითელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ომარ ხიზანიშვილის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


