გორიჯვრის ეკლესიასთან ვითარებას პოლიცია გააკონტროლებს
05/05/2020 20:20:53 საზოგადოება
გიორგობის დღესასწაულზე გორში, გორიჯვრის ეკლესიაში ასვლა მომლოცველებს ფეხით შეეძლებათ. დილიდან ტაძარში მისასვლელი გზა ტრანსპორტისთვის დაიკეტება. ადგილზე ვითარებას საპოლიციო ძალები გააკონტროლებენ.
„ხვალ, 6 მაისს, გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიისკენ ასასვლელი გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაიკეტება და ადგილზე მდგომარეობას საპოლიციო ძალები გააკონტროლებს. რაც შეეხება ქვეითებს, მომლოცველები ეკლესიაში ასვლას ფეხით შეძლებენ, თუმცა, ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა – ეს იქნება დისტანცია, ადამიანების შეკრების შეზღუდვა თუ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება“, – განცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა .


