Accentnews.ge
თეთრიწყაროს ე.წ. კლასტერიდან 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თეთრიწყაროს ე.წ. კლასტერიდან 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

05/05/2020 19:53:13 საზოგადოება

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, თეთრიწყაროს ე.წ. კლასტერის ორ წევრს – 4 და 7 წლის ბავშვებს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ბავშვები დედასთან ერთად ანაკლიის საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს გამოიკვლიეს.

დღეს ზუგდიდის ლაბორატორიაში სულ 86 კვლევა ჩატარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S