Accentnews.ge
"მინდა, ეს ყველამ იცოდეს, რადგან შესაძლოა, ეს იყოს კარგი ინდიკატორი იმის დასადგენად, ვართ თუ არა კოვიდინფიცირებული"

"მინდა, ეს ყველამ იცოდეს, რადგან შესაძლოა, ეს იყოს კარგი ინდიკატორი იმის დასადგენად, ვართ თუ არა კოვიდინფიცირებული"

05/05/2020 19:36:38 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ერთ-ერთი სპეციფიკური სიმპტომი, რომელიც ადრეულ სტადიაზე ვლინდება, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვაა.

"ერთ–ერთი სპეციფიკური სიმპტომი ამ ვირუსის, თანაც ადრეულ სტადიაზე, არის ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა. მინდა ეს ყველამ იცოდეს, რადგან შესაძლოა, ეს იყოს კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა ინფექცია. რადგან, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცხელებაც, ძალიან ზოგადია, თითქმის ყველა დაავადებას ახლავს. ყნოსვის და გემოს დაკარგვა კი ყველას არ ახლავს", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებში გამოხატული სიმპტომების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

საქართველოში 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში კოვიდინფიცირებულებს შემდეგი სიმპტომები გამოუვლინდათ:

  • ცხელება/შემცივნება
  • ხველა
  • ზოგადი სისუსტე
  • ყელის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • სურდო
  • სახსრების ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • ყნოსვის/გემოს ცვლილება
  • დიარეა
  • გულისრევა/ღებინება
  • გულმკერდის ტკივილი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S