თურქეთში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა
05/05/2020 17:19:15 მსოფლიო
თურქეთში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. დღეს დაავადებით 59 დაიღუპა, გუშინ – 64.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოლო 1 კვირაა, მათი რაოდენობაც მცირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19–ით 1832 დაინფიცირდა.
ყოველ შაბათ–კვირას თურქეთში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, დაავადებამ 3520 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 129 491, გამოჯანმრთებულებულია 73 285.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 252 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 640 000–ს გადააჭარბა, 1 200 400–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


