Accentnews.ge
"საქართველოში 23 თებერვლამდე SARS-COV-2 არ გამოვლენილა"

"საქართველოში 23 თებერვლამდე SARS-COV-2 არ გამოვლენილა"

05/05/2020 16:12:12 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დეკემბერსა და იანვარში გრიპზე ჩატარებული ყველა ტესტი ხელახლა გადამოწმდა და არც ერთი მათგანის შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ გამოვლენილა.

როგორც ზახაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოში თებერვლამდე, როდესაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა, ახალი კორონავირუსი არ ყოფილა.

„დეკემბერ-იანვარში ტესტირებული ნიმუშები ჩვენთან გადაიტესტა, მათ შორის SARS-COV-ის [Covid-19-ის გამომწვევი ვირუსი] ვირუსზე. დეკემბერიდან მოყოლებული ყველა ნიმუში, რომელიც ტესტირებული იყო გრიპზე, შემდგომში გაიტესტა SARS-COV-2 ვირუსზე და არც ერთ მათგანში 23 თებერვლამდე, როდესაც პირველი შემთხვევა დავარეგისტრირეთ, საქართველოში კორონავირუსი არ დაგვიჭერია, namdvilad არ გამოვლენილა და ეს არის მტკიცებულება, რომ მანამდე ჩვენს ქვეყანაში SARS-COV-2 არ ყოფილა“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S