Accentnews.ge
აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000–ს გადააჭარბა

აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000–ს გადააჭარბა

05/05/2020 15:16:36 მსოფლიო

აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავადებით 76 ადამიანი დაინფიცირდა, 28 კი გამოჯანმრთელდა.

უკანასკნელი ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში Covid-19-ით 28 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულია 2 060, გამოჯანმრთელებულია 1 508.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 252 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 640 000–ს გადააჭარბა, 1 200 400–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S