რუსეთში 300-ზე მეტმა მედიკოსმა მუშაობაზე უარი განაცხადა
05/05/2020 14:23:43 მსოფლიო
დაახლოებით 100-მა ექიმმა და საშუალო რგოლის მედპერსონალის 250-მა წარმომადგენელმა კალინინგრადის მხარეში (რუსეთი) კორონავირუსული ეპიდემიის პერიოდში მუშაობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კრავჩენკომ აცნობა.
«ამას, ალბათ, თავისი მიზეზები აქვს, თუმცა მე მათზე ვერ ვისაუბრებ. ფაქტობრივად, ჩვენთან სისტემაში ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე 350 თანამშრომელი ადგა და სახლში წავიდა. სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელობა არ იყო ვალდებული, 65 წელს გადაცილებული პერსონალი სახლებში გაეშვა ბიულეტენზე, ამდენად ამ ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი არაერთი ექიმი და მედდა სამუშაოდ დარჩა” – აღნიშნა მან.
პორტალ Стопкоронавирус.рф-ის ცნობით, კალინინგრადის მხარეში COVID-19-ით ინფიციფების 524 შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელებულია 114, გარდაცვლილია 9 პაციენტი. ინფიცირებულებს შორისაა 93 მედიკოსიც.
რამდენიმე დღის წინ “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელი ანა პოპოვა ირწმუნებოდა, რომ რუსეთში მედიკოსების მესამედს კორონავირუსზე იმუნიტეტი გამოუმუშავდა. მსგავსი მონაცემები, მისი განმარტებით, მოსკოველი მედიკოსების შესაბამისი კვლევის შედეგად მიიღეს. პოპოვას მკიცებით, COVID-19-ზე იმუნიტეტის მქონე მედპერსონალი ყველაზე ცოტაა ბავშვთა ინფექციურ კლინიკებში, უფროსებთან მომუშავეთა შორის კი მათი წილი 30%-ს აღწევს.


