ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის უსიმპტომოდ გადაიტანის შემთხვევები დაფიქსირდა
05/05/2020 12:45:37 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადამიანებს covid 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ინფექცია გადატანილი აქვთ.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მათი ყველა კონტაქტი მოკვლეულია.
„ჩვენ, საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია ისე, რომ არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს,“ - აცხადებს ტიკარაძე.
კითხვაზე, მკურნალობდნენ თუ არა ისინი სტაციონარში, მინისტრი უპასუხა, „სტაციონარში არ წოლილან“.


