Accentnews.ge
„შემდეგ წლებში ჩვენ კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება მოგვიწევს“

„შემდეგ წლებში ჩვენ კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება მოგვიწევს“

05/05/2020 12:28:39 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თითოეული მოქალაქის ქცევაზეა დამოკიდებული, როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს პანდემიის დასრულების ვადებზე საუბრისას განუცხადა.

„სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტიდან იანვრის თვიდან მოყოლებული იდება არაერთგვაროვანი სურათები, რაც დამოკიდებულია იმაზე, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ ვიცით ინფექციის თვისებები. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი – თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული, როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული. შემდეგ წლებში ჩვენ მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება, მოგვიწევთ ვატაროთ ნიღბები და ჰიგიენური ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S