დიდმა ბრიტანეთმა Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიის მონაცემებს გადააჭარბა
05/05/2020 11:58:21 მსოფლიო
ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ ევროპაში Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი დიდ ბრიტანეთში დაიღუპა.
ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ოფისის მონაცემებით, 2 მაისის ჩათვლით პერიოდში მარტო ინგლისსა და უელსში Covid-19-ით 29 710 ადამიანი გარდაიცვალა. თუ ამ მონაცემებს შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში დაავადებით დაღუპულთა რაოდენობასაც დავუმატებთ, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 32 375–ს აღწევს.
როგორც სტატისტიკის ეროვნული ოფისში აცხადებენ, დღემდე არსებულ გარდაცვლილთა რაოდენობას დაემატა იმ პირების რაოდენობაც, რომლებიც Covid-19-ით სახლებში გარდაიცვალნენ და მათი აღრიცხვა მოგვიანებით განხორციელდა.
ცნობისთვის: დღემდე ითვლებოდა, რომ ევროპაში Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში იყო გარდაცვლილი. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, იტალიაში დაავადებამ 29 079 ადამიანი შეიწირა.


