“ჰოლანდიის სამეფოს ავიახაზებმა“ რიგი ქვეყნების მიმართულებით ფრენები განაახლა
05/05/2020 11:26:21 მსოფლიო
ავიაკომპანია “ჰოლანდიის სამეფოს ავიახაზებმა“ (KLM) იტალიის, ესპანეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და ფინეთის მიმართულებით ფრენები განაახლა.
როგორც KLM –ში აცხადებენ, ავიაკომპანია ამსტერდამიდან ბარსელონას, მადრიდის, რომის, მილანის, ბუდაპეშტის, პრაღის, ვარშავისა და ჰელსინკის მიმართულებით ფრენებს დღეიდან შეასრულებს.
ამასთან, კომპანია მგზავრებს მიმართავს, რომ აუცილებელია ნიღბის ტარება. „აღნიშნული მოთხოვნა აგვისტოს ბოლომდე იქნება ძალაში. მგზავრები გაივლიან შემოწმებას, თუ რომელიმე მათგანს სათანადო (ცხვირსა და პირზე სათანადოდ მიბჯენილი) პირბადე არ ექნება, მას პირბადეს კომპანია გადასცემს. იმ შემთხვევაში კი თუ მარაგი ამოიწურა, მგზავრი ლაინერის ბორტზე არ დაიშვება“, – აცხადებენ კომპანიაში.


