რას უკავშირებს ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს
05/05/2020 10:51:40 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მედპერსონალის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფციირების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
მისი თქმით, ეს ძირითად ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება.
„ჩვენს ქვეყანაში მაღალი – პროცენტულად 77-ია პერსონალის ინფიცირება მთლიანად ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ პირადი დაცვის საშუალებების შეუზღუდავი რაოდენობაა, როგორც ჩანს, მაინც ხდება გამოყენების დროს შეფერხებები. შეიძლება, გადაღლის დროს ექიმმა, ან სხვა მედპერსონალმა, არასწორად გამოიყენოს ნიღაბი, ან რომელიმე სხვა დაცვის საშუალება და ამიტომ საჭიროა ტრენინგები. ეკიპირებაში ნამდვილად არ გვიჭირს. ჯამურ სტატისტიკას ვუყურებთ ჩვენ, ყველგან უნდა გაკეთდეს უნივერსალურად ერთნაირი ღონისძიებები“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ეკატერინე ტიკარაძე დისტანციურ რეჟიმში შეხვედრებს სასწრაფოს ექიმებთან მართავს. მთავარი საკითხი მედიკოსების კორონავირუსით ინფიცირებაა.


