Accentnews.ge
ჯანმო–ში არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ დეკემბერშიც ყოფილიყო

ჯანმო–ში არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ დეკემბერშიც ყოფილიყო

05/05/2020 10:40:36 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ინფორმაცია საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენის შესახებ გასაკვირი არ არის. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

როგორც ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, შესაძლებელია, რომ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე „კოვიდ-19“-ის უფრო მეტი შემთხვევა იყო და ასევე შესაძლებელია, რომ უფრო მეტი ადრეული შემთხვევების აღმოჩენა მოხდეს.

მან მოუწოდა სხვა ქვეყნებს, შეამოწმონ 2019 წლის გვიანდელი პერიოდის სავარაუდო შემთხვევები და ეს მსოფლიოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო სურათს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიით დაავადებული პაციენტების ძველი ნიმუშების შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ მათ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ მამაკაცს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს – საფრანგეთში კორონმავირუსის პირველი შემთხვევის ოფიციალურად დადასტურებამდე ერთი თვით ადრე უმკურნალეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S