პოლიციამ შინ გააბრუნა 5 წლის ბავშვი, რომელიც მშობლების მანქანით კალიფორნიაში „ლამბორჯინის“ საყიდლად მიდიოდა" (ვიდეო)
05/05/2020 08:57:04 მსოფლიო
აშშ–ში პოლიციამ შინ გააბრუნა 5 წლის ბავშვი, რომელიც მშობლების მანქანით იუტადან კალიფორნიაში „ლამბორჯინის“ მარკის ავტომობილის საყიდლად მიდიოდა", – იუწყება CNN.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ბიჭუნამ პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად მანქანა გააჩერა და პოლიციელებს განუცხადა, რომ კალიფორნიაში „ლამბორჯინის“ საყიდლად მიდიოდა.
„ბიჭუნას ჯიბეში მხოლოდ 3 დოლარი ჰქონდა. როგორც თვითონ მოგვიყვა, დედასთან კამათი მოუვიდა, რადგან ამ უკანასკნელმა ბავშვს „ლამბორჯინის“ ყიდვაზე უარი განუცხადა. აღნიშნულის შემდეგ, როცა მშობლები სახლში არ იყვნენ, ბავშვი მანქანაში ჩაჯდა და გადაწყვიტა სასურველი ავტომობილი თავად შეეძინა“, – აცხადებენ სამართალდამცველები.
მათივე თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად საქმეს ადგილობრივი პროკურორი განიხილავს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, აღძრას თუ არა საქმე მშობლების წინააღმდეგ, რომელთაც ბავშვი უყურადღებოდ დატოვეს.


