პროტესტი ხობში – ივანიშვილის ხეების გადატანის პროცესი განახლდა
05/05/2020 08:18:15 საზოგადოება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას ხობში დაპირისპირენა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ პროტესტის ნიშნად სოფელ ხორგას გამგეობის მინები ჩაამსხვრია. ამ დროისთვის მოქალაქე ლევან ჯობავა პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
„ჩემი ძმის მიმართ პრეტენზია უცნობია. ვიცით, რომ სოფლის ცენტრში არსებული დიდი ხე წაიღეს. პროტესტი ამის გამო გამოხატა ჩემმა ძმამ და ამის გამოა პოლიციაში დაბარებული. დეტალები ჩვენთვის უცნობაია“,– აცხადებს ჯობავას ძმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
თავად ადგილობრივ განყოფილებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის პირი დაკავებული არაა და ის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე იმყოფება.
ცნობისთვის: საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხეების გადატანა რომ გრძელდებოდა, ამის შესახებ TV პირველმა მასალა 24 მარტსაც გაავრცელა. ამ ინფორმაციის თანახმად, ხეებს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატიდან რგავენ. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ პროცესი შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 23 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა და მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობაც. მაგალითად, გასულ კვირას შეზღუდვები მოიხსნა საავტომობილო გადაადგილებაზე, ონლაინ ვაჭრობაზე, დაუშვეს აგრარული ბაზრების ფუნქციონირება მკაცრი რეკომენდაციების გათვალიწინების პირობით, ხოლო 5 მაისიდან ნებადართულია სამშენებლო სამიანობა, ავტოსამრეცხაოების და ავტოსახელოსნოების ფუნქციონირება.


