"ჩვენი კლინიკა კოვიდინფექციასთან ბრძოლას რამდენიმე კვირაში აუცილებლად მოიგებს”
05/05/2020 08:00:28 საზოგადოება
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათ შორის 2 მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რატიანის ინფორმაციით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 6 პაციენტი დატოვებს, ამასთან 10 პაციენტზე გამოჯანმრთელების პასუხს ელოდებიან.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვქონია. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს”, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 240 გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.


