Accentnews.ge
საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 15-29 წლამდე ასაკის მოქალაქეებშია გამოვლენილი

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 15-29 წლამდე ასაკის მოქალაქეებშია გამოვლენილი

05/05/2020 07:59:28 საზოგადოება

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 15-29 წლამდე ასაკის მოქალაქეებშია გამოვლენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ– გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მონაცემები 26 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აღნიშნული დროისთვის Covid-19 566 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15-დან 29 წლამდე ასაკის პაციენტები ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 19%–ს შეადგენს, 30-დან 39 წლამდე ასაკის პაციენტები - 18%–ს, 50-დან 59 წლამდე ასაკის პაციენტები - 18%–ს, 40-დან 49 წლამდე ასაკის პაციენტები - 16%–ს, 60-დან 69 წლამდე ასაკის პაციენტები - 11%–ს, 70-დან 79 წლამდე ასაკის პაციენტები - 7%–ს, 80 წლის და მეტი - 2%–ს, 2-დან 4 წლამდე ასაკის პაციენტები - 2%–ს და 0-დან 1 წლამდე პაციენტები - 1%–ს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 252 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 640 000–ს გადააჭარბა, 1 200 400–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S