მამა ანდრია სარია სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს
05/05/2020 07:19:48 საზოგადოება
მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც ჩანაწერის მიხედვით, საპატრიარქოში მოხდა. უნდა აღინინოს, რომ თავად ჩანაწერის ავთენტურობა ოფიციალური გზებით დადგენილი არაა.
ჩანაწერის მიხედვით, ინციდენტის შესახებ საპატრიარქოს მაღალი იერარქები ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა მღვდელმთავრებმა დუმილი ამჯობინეს.
როგორც მამა ანდრია სარია ამბობს, სავარაუდო დაზარალებული მზადაა, საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს და ისაუბროს დეტალებზე, თუმცა ეს საეკლესიო სასამართლოს ფორმატში უნდა მოხდეს.
სარია აღნიშნავს, რომ მსგავსი „მარგალიტები“ მრავლად არსებობს.
„ეს პირი [სავარაუდო დაზარალებული] ჩვეულებრივი მორჩილია, რომელიც ემსახურებოდა ერთ ეპისკოპოსს. შემდეგ პატრიარქმა თავად მიიხმო საპატრიარქოში. ადამიანი ამბობს, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა თუნდაც კოცნა. აქ თუ სიცრუეზეა საუბარი, თავად უარყონ. ის მზადაა, ამის შესახებ სინოდზე ისაუბროს. მისი სახელი და გვარი მათაც [მღვდელმთავრებმაც] კარგად იციან. ასეთი პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გულანთებული მორწმუნეები არიან, მაგრამ დაბრკოლებულნი არიან ეკლესიების წარმომადგენლების მხრიდან, განხილვას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს იარაღიდან გასროლაზე მეტია“,– აცხადებს მამა ანდრია სარია.


