ახალი შემთხვევებიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
05/05/2020 06:32:23 საზოგადოება
კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
"ამ 11 შემთხვევიდან 10 ბოლნისის წყაროა, ხოლო 1–ის წყაროს მოძიება მიმდინარეობს",– განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.


