Accentnews.ge
მეორე დღეა, საქართველოს ყოველდღიურ მაჩვენებელში გამოჯანმრთლებულთა რიცხვი ინფიცირებულებისას აჭარბებს

მეორე დღეა, საქართველოს ყოველდღიურ მაჩვენებელში გამოჯანმრთლებულთა რიცხვი ინფიცირებულებისას აჭარბებს

05/05/2020 06:08:41 საზოგადოება

მეორე დღეა, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ინფიცირებულებისას აჭარბებს. კერძოდ, მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური ვებ–გვერდის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო კლინიკები 17–მა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა. მსგავსი სხვაობა უკვე მესამედ დაფიქსირდა, მათ შორის – 4 მაისსაც.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გამოჯანმრთელების – 240. 9 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S