საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 600–ს გადასცდა
05/05/2020 06:00:43 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამდენად, ჯამში დადასტურებული შემთხვევები 604–მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდა.
ამასთან, 240–მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ხოლო გარდაცვლილია 9 პაციენტი.


