Accentnews.ge
სამხრეთ კორეაში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

05/05/2020 05:54:40 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, რაც ბოლო 77 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამასთან, სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

სულ ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ 19“-ის 10 804 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ფატალური – 254. სამხრეთ კორეაში „კოვიდ 19“-ისგან სულ 9 283 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც ინფიცირებულთა სრული რიცხვის თითქის 86%-ია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S