Accentnews.ge
​თურქეთში რეგულაციები მნიშვნელოვნად რბილდება

​თურქეთში რეგულაციები მნიშვნელოვნად რბილდება

04/05/2020 19:52:00 მსოფლიო

​თურქეთში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ზომების ეტაპობრივი შერბილება უკვე დაწყებულია. მომდევნო კვირიდან სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით ისევ გაიხსნება. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ამასთანავე, მოიხსნა შეზღუდვები გადაადგილებაზე ყველა ქალაქში გაზიანთეფის, ანტალიისა და იზმირის გარდა.

ასევე, შერბილდა ასაკობრივი რეგულაციები და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს დღეში ოთხი საათით გარეთ გასვლის უფლება ექნებათ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 64-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის სულ 3,461 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.

გამოვლენილია ინფიცირების 1,614 ახალი შემთხვევა და ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 127,659-ს აღწევს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 5,015 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 68,166-ია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S