თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება
04/05/2020 19:34:38 საზოგადოება
კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 მაისს რიგ ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონში 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


