Accentnews.ge
ჯანმო: „ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება, ჩვენ კი უნდა გავერთიანდეთ“

ჯანმო: „ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება, ჩვენ კი უნდა გავერთიანდეთ“

04/05/2020 19:16:05 საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის უსაფრთხოდ და ეფექტურად შექმნაზე მნიშვნელოვანი მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობაა.

„წარმატების ნამდვილი საზომი იქნება არა ის, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებებს შევქმნით, არამედ ის, რამდენად თანაბრად გავავრცელებთ მათ. ყველა უნდა იყოს დაცული“,– აღნიშნა ჯანმო–ს ლიდერმა.

მისივე განცხადებით, რიგ ქვეყნებში შეზღუდვები მსუბუქდება, თუმცა ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცირება კვლავ აქტუალური საკითხია:

„ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება, ჩვენ კი უნდა გავერთიანდეთ, რათა მისი დასამარცხებელი საშუალებები შევქმნათ და გავავრცელოთ“.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიო ლიდერები 7.4 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთახმდნენ, რაც ვაქცინის და წამლების შექმნას და მისთვის საჭირო კვლევებს მოხმარდება.

"ეს იყო მძლავრი და შთამაგონებელი გამოვლინება გლობალური სოლიდარობისა“, - განაცხადა გებრეიესუსმა და დასძინა, რომ ლიდერებმა ქვეყნებმა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის პირობა დადეს, არამედ აღუთქვეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებების ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S