Accentnews.ge
ზურაბიშვილმა 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური დაუფინანსა

ზურაბიშვილმა 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური დაუფინანსა

04/05/2020 15:16:08 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს საქველმოქმედო პლატფორმის „ჩართე“ (www.charte.ge) საშუალებით დაეხმარა. ,,სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად, ჯამში 12 792 ლარით დაუფინანსა.

მოსწავლეების უმეტესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.

„აღნიშნული დახმარების გაწევისას, სალომე ზურაბიშვილის მიზანი, COVID-19 პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შესაბამის ტექნოლოგიურ რესურსს მოკლებული მოსწავლეებისათვის ონლაინსაგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაა. მოსწავლეებს, ,,ჩართეს“ პლატფორმის საშუალებით, ასევე შეუძლიათ უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას, მედიაწიგნიერებას, ფინანსურ განათლებას და ა.შ.“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

,,სალომე ზურაბიშვილის ფონდი" 2019 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S