Accentnews.ge
ჩინური სპეცსამსახურები აშშ-სთან ღია სამხედრო დაპირისპირების რისკზე მიუთითებენ

ჩინური სპეცსამსახურები აშშ-სთან ღია სამხედრო დაპირისპირების რისკზე მიუთითებენ

04/05/2020 14:24:26 მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებული ვითარება შესაძლოა, აშშ-სა და ჩინეთს შორის ღია სამხედრო კონფრინტაციასა და მსოფლიოში პეკინის მიმართ მტრული განწყობების გაღვივებაში გადაიზარდოს, - ამის შესახებ ჩინეთის სპეცსამსახურების საიდუმლო მოხსენებაშია ნათქვამი, რომლის შინაარსს Reuters აქვეყნებს.

სააგენტოს განმარტებით, მოხსენებაში, რომელიც ჩინეთის უსაფრთხოების უწყებასთან მოქმედი ინსტიტუტის ექსპერტებმა მოამზადეს, ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში ჩინეთის მიმართ უარყოფითმა განწყობამ ისეთივე ნიშნულს მიაღწია, როგორიც იყო 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე საპროტესტო აქციების ხისტი ჩახშობის შემდეგ და თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება, არ არის გამორიცხული, საქმე აშშ-სა და ჩინეთს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს. გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, ანტიჩინური განწყობები, რომელიც ეპიდემიის გამო გაღვივდა, შესაძლოა, რიგი ქვეყნების მხრიდან ჩინური საერთაშორისო პროექტების, მათ შორის ევრაზიაში “ერთი სატყელი – ერთი გზის” ბლოკირების საბაბად იქცეს, ვაშინგტონმა კი თავისი მოკავშირეებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის კონკურენტების მხარდაჭერა გააძლიეროს.

Reuters-ის წყარო, რომელიც მოხსენების შინაარსს იცნობს, ამბობს, რომ იგი შეიძლება, შევადაროთ საბჭოთა ელჩ ნიკოლაი ნოვიკოვის მოხსენებას სსრკ-ის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის თაობაზე, რომელიც “ცივი ომის” დასაწყისში მომზადდა. ჩინეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადა. აშშ-ჩინეთის ურთიერთობები, რომელიც ისედაც არცთუ მარტივი იყო “სავაჭრო ომებისა” და ჰონკონგისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის მოვლენების ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვების გამო, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებასთან ერთად კიდევ უფრო დაიძაბა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეკინი ვირუსის გაჩენისა და გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S