Accentnews.ge
ქუთაისსა და ბათუმთან საკონტროლო გამშვები საგუშაგოები დარჩება

ქუთაისსა და ბათუმთან საკონტროლო გამშვები საგუშაგოები დარჩება

04/05/2020 14:04:11 საზოგადოება

ქუთაისსა და ბათუმთან საკონტროლო გამშვები საგუშაგოები დარჩება,– ამის შესახებ შსს–ს განცხადებაშია ნათქვამი.

"უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება.

აღნიშნულ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ. აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.

თბილისში და რუსთავში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა კვლავ ძალაშია",– აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S