Accentnews.ge
ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ორგანიზაცია – ტრანსგენდერზე: „ამ პანდემიის დროს მზად ვართ, ფინანსურად დავეხმაროთ“

ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ორგანიზაცია – ტრანსგენდერზე: „ამ პანდემიის დროს მზად ვართ, ფინანსურად დავეხმაროთ“

04/05/2020 11:19:25 საზოგადოება

ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი „ალტ–ინფო“ მზად არის, ფინანსურად დაეხმაროს ტრანსგენდერს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის თანამოაზრემ, „ალტ–ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ დაწერა.

„ალტ-ინფო“ ჯგუფი ამ პანდემიის დროს შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს, სხვადსხვა სტრუქტურასა და ორგანიზაციას დაეხმარა. მიუხედავად ჩვენი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებისა, მზად ვართ, ფინანსურად დავეხმაროთ ამ განსაცდელში მყოფ პიროვნებას“, – წერს მორგოშია.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს ტრანსგენდერმა თბილისში მერიის შენობასთან პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. მისი თქმით, COVID - 19-ის გავრცელებამ ტრანსგენდერების მდგომარეობა დაამძიმა. ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S