ლონდონი კოვიდ–19–ის თაობაზე პეკინისგან პასუხებს ელის
04/05/2020 13:16:45 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი აცხადებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.
როგორც „როიტერი“ იუწყება, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ჩინეთმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს, რამდენად დროულად ამცნო მსოფლიოს შესაძლო პანდემიის შესახებ.
ცნობისთვის: ბრიტანეთი, აშშ, კანადა ავსტრალია და ახალი ზელანდია, „ხუთი თვალის“ ჯგუფის ფარგლებში დეტალურად სწავლობენ ჩინეთის მიერ ვირუსის გვარცელების შესაჩერებლად მიღებულ ზომებსა და მათ შესაბამისობას საერთაშორისო პროტოკოლთან.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს აქვთ მტკიცებულება, რომ ვირუსი სწორედ ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელდა, თუმცა დიდი ალბათობით, ხელოვნურად შექმნილი არ არის.


