Accentnews.ge
ესპანეთში 10 მარტის შემდეგ პირველად, Covid-19–ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში 10 მარტის შემდეგ პირველად, Covid-19–ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

04/05/2020 12:52:59 მსოფლიო

ესპანეთში 10 მარტის შემდეგ პირველად, Covid-19–ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაავადებით 164 ადამიანი გარდაიცვალა და 545 დაინფიცირდა.

ბოლო 14 დღეა, ესპანეთში Covid-19–ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მცირდება.

უკანასკნელი მონაცემებით, ვირუსმა 25 428 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 218 011.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 248 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 560 000–ს გადააჭარბა, 1 158 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S