Accentnews.ge
ტიმოშენკომ პოლიტიკური რეპრესიებისთვის კომპენსაციის სახით $5,5 მლნ მიიღო

ტიმოშენკომ პოლიტიკური რეპრესიებისთვის კომპენსაციის სახით $5,5 მლნ მიიღო

04/05/2020 12:19:21 მსოფლიო

უკრაინელმა პოლიტიკოსმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია და საპარლამენტო ფრაქცია “ბატკივშინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ პოლიტიკური დევნით მიღებული ზიანის კომპენსაციის სახით 5,5 მლნ ამერიკული დოლარი მიიღო. ეს გამომდინარეობს მისი დეკლარაციიდან, რომელიც კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში არის ჩანაწერი 24 აპრილს 148 მლნ გრივნზე (დაახლოებით 5 მლნ დოლარზე) მეტი თანხის მიღების შესახებ, დანიშნულებაში მითითებულია "2011-2014 წ.წ. პოლიტიკური რეპრესიების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება", შემოსავლის წყაროდ კი - ტექსასის შტატში რეგისტრირებული კომპანია Reid, Collins, Tsai LPP. თანხა აშშ-ში სასამართლომდელი დარეგულირების სტადიაზეა მიღებული.

2011 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს იულია ტიმოშენკო დამნაშავედ სცნეს 2009 წელს რუსეთთან ე.წ. გაზის შეთანხმებების გაფორმებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მას თავისუფლების 7 წლით აღკვეთა და “ნაფტოგაზისთვის” 1,5 მლრდ გრივნის გადახდა მიუსაჯეს. პატიმრობიდან გათავისუფლება ტიმოშენკომ მხოლოდ 2014 წელს, ევრომაიდანის მოვლენებისა და იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ მოახერხა. აშშ-სა და ევროკავშირში ტიმოშენკოს სისხლის სამართლებრივ დევნას "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდეს. 2013 წელს ეროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში დარღვევები იყო დაშვებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S