Accentnews.ge
მედია – NATO Covid-19-ის მეორე ტალღის გასამკლავებლად სამოქმედო გეგმას ამზადებს

მედია – NATO Covid-19-ის მეორე ტალღის გასამკლავებლად სამოქმედო გეგმას ამზადებს

04/05/2020 11:48:50 მსოფლიო

NATO შიშობენ, რომ Covid-19-ის მეორე ტალღა შემოდგომისთვის იქნება და დაავადებასთან გასამკლავებლად სამოქმედო გეგმას ამზადებენ, – იუწყება გერმანული გამოცემა Der Spiegel.

მისივე ცნობით, NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ელჩებთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომელზეც სამოქმედო გეგმის შექმნაზე შეთანხმდნენ, რათა პანდემიის მეორე ტალღას უკეთ გაუმკლავდნენ. ამასთან, მან შესთავაზა წევრ ქვეყნებს, NATO–ს სააგენტოების მეშვეობით, ერთობლივად, შეეძინათ დამცავი აღჭურვილობა და მედიკამენტები.

Der Spiegel–ის ცნობით, გეგმას ივნისში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S