Accentnews.ge
„მივიღეთ მძიმე პაციენტი, რომლის მკურნალობის პროცესში ქირურგები ჩაერთნენ“

„მივიღეთ მძიმე პაციენტი, რომლის მკურნალობის პროცესში ქირურგები ჩაერთნენ“

04/05/2020 10:17:00 საზოგადოება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილით 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და მეორე ტესტირების შედეგად ვირუსზე უარყოფითი პასუხების მიღების შემთხვევაში, ხვალ კიდევ ხუთამდე პაციენტი გაეწერება.

მისივე ცნობით, კლინიკაში მიიღეს პაციენტი, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„გუშინ ორი პაციენტი გადმოიყვანეს ჩვენთან დადასტურებული დიაგნოზით. მათ ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ. ასევე, მივიღეთ სხვა მძიმე პაციენტიც, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები, არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა, გამოხატულია მექანიკური სიყვითლე. დავიწყეთ ამ პაციენტის კვლევა. დღეს უკვე ქირურგები ჩაერთნენ მისი მკურნალობის პროცესში. გაკეთდება შესაბამისი გამოკვლევები და მერე სამკურნალო მანიპულაციები,“ - განაცხადა გოფოძემ“.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევა დღეს კიდევ 15 პაციენტს ჩაუტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S