ლუკაშენკო: "9 მაისის აღლუმს ვერ გავაუქმებთ"
04/05/2020 10:07:46 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკშენკომ განაცხადა, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს, რომელიც 9 მაისისთვისაა დაგეგმილი, ვერც პანდემიის და ვერც რაიმე სხვა მიზეზით გააუქმებს, რადგან "ათასობით ადამიანს სურს, ზეიმი შედგეს".
როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, იგი ამ საკითხზე “დიდი ხნის განმავლბაში ფიქრობდა, მაგრამ ვეტერანებმა მოითხოვეს, ისინი საზეიმო ღონისძიებაზე მიიყვანონ".
“ომის მონაწილეები იღუპებოდნენ - ზოგი შესაძლოა, რაიმე ვირუსითაც, სხვა დაავადებებითაც, თუმცა ამას ვერ აცნობიერებდნენ და ამაზე არ ფიქრობდნენ. არ მსურს, დღეს ვეტერანებმა ჩვენზე იფიქრონ, რომ რაღც პანდემიას შევუშინდით” – აღნიშნა მან.
მანამდე აღლუმის გადადების შესახებ პეტიციას ბელარუსის 7 000-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი. საპასუხოდ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ “ეპიდემიოლოგიური ვითარება აღლუმის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა და გარდა ამისა, ეს აღლუმი ქვეყნის არმიის ბრძოლისუნარიანობის მომზადების პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ამდენად ვერ გაუქმდება”.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის 16 000-მდე ინფიცირებულია აღრიცხული, ეს რაოდენობა ბოლო დღეებში დღიურად საშუალოდ 800-900 ახალი შემთხვევით იზრდება. ჯანმო-მ არაერთგზის მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, ქვეყანაში მკაცრი კარანტინი დააწესოს.


