Accentnews.ge
6–7 მაისს ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

6–7 მაისს ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

04/05/2020 10:01:18 საზოგადოება

6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოსალოდნელია სეტყვა და ქარი.

“ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S