Accentnews.ge
რა პრინციპით მიიღებენ დახმარებას სოციალურად დაუცველები

რა პრინციპით მიიღებენ დახმარებას სოციალურად დაუცველები

04/05/2020 09:57:28 საზოგადოება

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანის განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 ათასზე და ნაკლებია 100 ათასზე, დახმარებას ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

„მიზნობრივი ჯგუფების მეორე ბლოკში ასევე სამი ჯგუფი შედის – სოციალური დახმარების პაკეტი მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 ათასზე და ნაკლებია 100 ათასზე. ამ შემთხვევაში ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად ეძლევათ კომპენსაცია 2020 წლის მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში. ერთი წევრისგან შემდგარ ოჯახზე დახმარებაა 70 ლარი, ორი წევრისგან შემდგარ ოჯახზე – 90 ლარი, სამი და მეტი წევრისგან შემდგარ ოჯახზე, თითოეულ წევრზე 35 ლარი ოდენობით. შემდეგი ჯგუფი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან სამზე მეტი 16 წლამდე ასაკი ბავშვი, მათ ეძლევა კომპენსაცია 100 ლარი ოჯახზე, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარი. ასევე ამ ბლოკში შედის ჯგუფი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისა და შშმ ბავშვების, რომელთაც ეძლევათ კომპენსაცია 100 ლარის ოდენობით, ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალურ პაკეტის შესახებ მთავრობის დადგენილება ინიცირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S