აშშ–ში "მკვლელი ჰორნეტები" გამოჩნდნენ
04/05/2020 09:54:29 მსოფლიო
აზიური ჰორნეტები ისტორიაში პირველად, აშშ–ში, კერძოდ, ვაშინგტონის შტატში დააფიქსირეს, – იუწყება CNN.
მეცნიერების განცხადებით, რამდენჯერმე კბენის შემთხვევაში აზიური ჰორნეტი ადამიანს კლავს. მწერის სიგრძე 5 სმ–ზე მეტია. მას მეტსახელად „მკვლელ ჰორნეტსაც“ უწოდებენ.
„ისინი ძირითადად ფუტკერებს ანადგურებენ. მათი ნაკბენი ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა, მოკლას ადამიანი იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ალერგიული არ არის“ , – აცხადებს ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგიის განყოფილების ექსპერტი სეტ ტრუსკოტი.
ვაშინგტონის შტატის სოფლის მეურნეობის ოფიციალური პირები მეფუტკრეებსა და მოსახლეობას მიმართავენ, აზიური ჰორნეტის შემჩნევის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ მიუახლოვდნენ მწერს, მეფუტკრეებს კი ურჩევენ სპეცტანსაცლით აღიჭურვონ სკებთან მისვლისას, რადგან „მკვლელ ჰორნეტებს“ შეუძლიათ, ნესტარით ჩვეულებრივ ტანსაცმელშიც შეაღწიონ.
როგორ გაჩნდა „მკვლელი ჰორნეტები“ აშშ–ში ჯერ–ჯერობით უცნობია.


