Accentnews.ge
რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში ბოლო 10 დღის განმავლობაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა

რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში ბოლო 10 დღის განმავლობაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა

04/05/2020 09:30:59 მსოფლიო

რუსეთში, ხოტკოვოს დასახლებაში მდებარე პოკროვის მონასტერში ბოლო 10 დღის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად უკვე მეორე სასულიერო პირი იღუპება.

ტაძრის ვებ-გვერდის ინფორმაციით, მამა ევგენიმ (კორჩუკოვმა) ბოლო დღეები კერძო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა და დღეს ფილტვების მწვავე ანთებით გარდაიცვალა.

მამა ევგენის მრავაშვილიანი ოჯახი ჰყავდა – 5 შვილი და 9 შვილიშვილი.

24 აპრილს მონასტრის საიტზე გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ წინა დღეს - 23 აპრილს ფილტვების მძიმე ანთებით გარდაიცვალა ტაძრის მსახური ვლადიმირ ვერიგა, რომელსაც 17 მარტს 70 წელი შეუსრულდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S