Accentnews.ge
ზედიზედ მე–3 დღეა, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს

ზედიზედ მე–3 დღეა, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს

04/05/2020 08:52:57 მსოფლიო

ზედიზედ მესამე დღეა, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 76 ადამიანი დაიღუპა და 10 581 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით 1356 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 145 268, გამოჯანმრთელებულია 18 095.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 248 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 560 000–ს გადააჭარბა, 1 158 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S