Accentnews.ge
"ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია"

"ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია"

04/05/2020 07:58:27 საზოგადოება

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული, მათ შორის – 13 წლის მოზარდი გაეწერება, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა 12-მა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დატოვა და ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

„კლინიკაში გვყავს 88 პაციენტი, აქედან 68 კორონადადასტურებულია. დღეს ეწერება 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია. გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის ბავშვი, რომელიც იწვა 24 დღის განმავლობაში. ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S