Accentnews.ge
რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება

რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება

04/05/2020 07:40:37 საზოგადოება

აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, პანდემიის გამო თავშეყრის ადგილებში (განსაკუთრებით მაღაზიებსა და აფთიაქებში) უნდა გამოიყენებოდეს ნიღბები, თუმცა ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც სუნთქვის გაძნელება აქვთ.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგი მიზეზების გამო:

  • ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე მოზრდილებს;
  • ბავშვს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება, მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს;
  • ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია;

ინფექციონისტის თქმით, ვრცელდება რამდენიმე პროფილაქტიკური რეკომენდაცია მცირე ასაკის ბავშვებისათვის:

  • ეტლით გასეირნებისას სასურველია, ეტლს გადავაფაროთ (ეს რეკომენდაცია ისედაც არსებობდა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში სეირნობისას გამონაბოლქვის ჩასუნთქვის რისკის შესამცირებლად);
  • მეძუძურმა დედებმა სასუნთქი გზების დაავადების თუნდაც მცირედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პირბადე ბავშვის კვებისას;
  • გარედან სახლში შემოსვლისას ჯერ მოზრდილმა უნდა დაიბანოს ხელი და შემდეგ ბავშვს დაბანოს;

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 248 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 560 000–ს გადააჭარბა, 1 158 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S