ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება
04/05/2020 07:14:37 საზოგადოება
ბათუმსა და ქუთაისში 5 მაისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება, ხოლო თბილისსა და რუსთავში დროებით დარჩება. საუბარია ქალაქში შესვლისა და ქალაქიდან გამოსვლის უფლებაზე.
როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, თბილისისა და რუსთავის შემთხვევაში შეზღუდვების მოხსნა ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული და მან იმედი გამოთქვა, რომ გახსნის საკითხი კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება.
რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს, ამაზე პრემიერს არ უსაუბრია და სავარაუდოდ, შეზღუდვის მოხსნა ამ მიმართულებით არ ვრცელდება.


