საქართველოს სამეზობლოში Covid-19-ის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია
04/05/2020 07:03:07 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში Covid-19-ის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 10 633–ს მიაღწია
- თურქეთი: 126 045 ინფიცირებული, 3 397 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 1 932 ინფიცირებული, 25 გარდაცვლილი
- სომხეთი: 2 386 ინფიცირებული, 35 გარდაცვლილი
- რუსეთი: 134 687 ინფიცირებული, 1 280 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 248 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 560 000–ს გადააჭარბა, 1 158 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


