საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–19–ისგან ორჯერ მეტი ადამიანი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა
04/05/2020 06:34:46 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსისგან მეტი ადამიანი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა. კერძოდ, გამოჯანმრთელდა 8 პირი, ხოლო კორონავირუსი დაუდასტურდა 4 მოქალაქეს. მსგავსი სხვაობა საქართველოში მეორედ დაფიქსირდა.
ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.


